ისტორიები კოკა-კოლას შესახებ

ყველასთვის საყვარელი და გემრიელი კოკა-კოლას საიდუმლო ინგრედიენტი, კოკა-ს ფოთლების მაგივრად, კოშენილის ჭიების სხეულიდან მიღებული პიგმენტია.თურქმა მეცნიერებმა კოკა-კოლა-ს ცენტრალური დირექციისგან საიდუმლო რეცეპტის გამჟღავნება მოითხოვეს, რადგან თურქეთის ტერიტორიაზე პროდუქტის დეტალური შემადგენლობის ცოდნის გარეშე საკვების გაყიდვა კანონით აკრძალულია. სწორედ აქედან გამომდინარე მიიღეს დასკვნა, რომ მისი საიდუმლო ინგრედიენტი კოშენილის ჭიების სხეულიდან მიღებული პიგმენტია.
ამ საღებავზე ინფორმაცია უძველესი დროიდან მოიძიება, თუმცა კოშენილის მწერებისგან პიგმენტის მიღება, მასიურად, გასული საუკუნის 20-იან წლებში მექსიკაში დაიწყეს.ბიბლიაში ნახსენებია პიგმენტი, რომელიც შინდისფერი ჭიის სხეულიდან მიიღება. ნატურალური საღებავი კარმინი (ჩარმინ), თბილ ქვეყნებში მობინადრე, პატარა ტკიპისებრი დედალი მწერების სხეულებიდან მიიღება. ის სამედიცინო, კვებით და პარფიუმერიულ მრეწველობაში ფართოდ გამოიყენება.


No comments:

Post a Comment