Sunday, October 27, 2013



მოდული შემუშავებულია პროექტ"PROFILES" ფარგლებში




პროექტზე მუშაობა პატარა, საინტერესო ისტორიის თხრობით დავიწყე;

ზაფხულის დადგომისთანავე მოსწავლეები  ლაშქრობაზე წავიდნენ.  ადგილზე მისვლისას აღმოაჩინეს, რომ მათ მიერ წაღებული გამაგრილებელი სასმელი - Coca Cola  და Coca Cola Zero თბილი იყო, გადაწყვიტეს იქვე, მდინარეში ჩაეციებინათ.  მდინარის ნაპირას ქვებით დააგუბეს წყალი და ჩააწყეს  Coca Cola  და Coca Cola Zero  -ს თუნუქის ქილები. ბავშვები გაოცდნენ, როდესაც დაინახეს, რომ მათ მიერ ჩალაგებული ქილებიდან ზოგიერთი ჩაიძირა, ხოლო ნაწილი ტივტივებდა წყალში, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქილა 500 მლ. -იანი იყო. დაინტერესდნენ, რამ გამოიწვია  ერთნაირი მოცულობის ქილებიდან   Coca Cola Zero-ს   ტივტივი და  ჩვეულებრივი  Coca Cola -ს ჩაძირვა. სიმძიმის მიზეზი მოსწავლეებმა შაქრის შემცველობას დაუკავშირეს, გამოთქვეს ვარაუდები და გადაწყვიტეს, რომ სკოლაში დაბრუნებისას  ჩაატარებდნენ კვლევას.

პროექტის ფასილიტატორი
ნინო ფსუტური

ქალაქი
გორი

სკოლა
მე-8 საჯარო

თემის დასახელელბა
რატომ ტივტივებს წყალში Coca Cola Zero  და
         იძირება ჩვეულებრივი Coca Cola

თემის შინაარსი
პრობლემის გააზრება
*  შაქრის წყალხსნარის სიმკვრივის  შაქრის კუბების რაოდენობაზე  დამოკიდებულების  გარაფიკის აგება
*   სითხის სიმკვრივის დამოკიდებულება წყალში საქრის კუბების რაოდენობაზე
*  შაქრიანი წყალხსნარისა და სასმელების სიმკვრივეების დასადგენად ექსპერიმენტების ჩატარება
*  შაქრის ხსნარის სიმკვრივის შესაბამისობა coca cola-ს სიკვრივესთან
* უშუალო მონაწილეობით ითანამშრომლონ  შედეგების განხილვაში, დაადგინონ ერთნაირი მოცულობის სასმელიანი   ქილების  მასის განსხვავების მიზეზი
*გაიაზრონ  კავშირი სიმკვრივესა და  სასმელში შაქრიანობას შორის

საგანი
ბუნებისმეტყველების საფუძვლები

დონე/კლასი
საბაზო საფეხური; მე-7 კლასი

განხორციელების დრო
3-4 გაკვეთილი

შინაარსობრივი სტანდარტი და ინდიკატორი
ბუნ.VII.8.მოსწავლეს შეუძლია ნივთიერების ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის აღწერა;
*აკავშირებს ნივთიერების სიმკვრივეს მის პრაქტიკულ გამოყენებასთან;
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
 მოსწავლეებმა დაადგინონ ქიმიური ნივთიერების(კოკა-კოლას )  შემადგენლობა;

 მოსწავლეები გაეცნონ  საკვები პროდუქტების შედგენილობის მნიშვნელობას  ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში.
საბაზისო უნარ-ჩვევები
Ø  მარტივი გაზომვების ჩატარების გამოცდილება;
Ø  სიმკვრივის გამოთვლა;
Ø  ჯგუფში მუშაობის გამოცდილება;
Ø  საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები;

სასწავლო პროცედურები
1.      მოსწავლეებისათვის საკითხის გაცნობა, შესასწავლი პრობლემის დასმა;
2.      მუშაობის წარმართვა ისე, რომ მოსწავლეებმა იფიქრონ პრობლემის გადაჭრაზე;
3.      მუშაობის წარმართვა ისე,  რომ მოსწავლეებმა გამოთქვან ვარაუდები, განიხილონ  და მიიღონ  გადაწყვეტილებები;
4.      მუშაობის წარმართვა ისე,  რომ მოსწავლეებმა ივარაუდონ რა დამატებითი ინფორმაცია სჭირდებათ;
5.      სიმკვრივის ცნების გააზრების საფუძველზე მოსწავლეებმა შეძლონ მოცემული სასმელების და სხვადასხვა კონცენტრაციის შაქრის წყალხსნარის სიმკვრივეთა განსაზღვრა,  ხსნარის სიმკვრივის შაქრის კუბიკების რაოდენობასთან დამოკიდებულების გრაფიკის აგება, ექსპერიმენტების საფუძველზე გამაგრილებელ სასმელებში სავარაუდო შაქრიანობის დადგენა;
6.      მოსწავლეებმა შეძლონ  ჯგუფში  მსჯელობა და  დასკვნების გამოტანა.




შეფასების გეგმა
განმავითარებელი შეფასება პროექტის სხვადასხვა ეტაპზე

ტექნოლოგია-ტექნიკა
ფოტოკამერა,კომპიუტერი,მონიტორი.


ტექნოლოგია-პროგრამული უზრუნველყოფა
პროგრამები-word,Pover Point,

ბლოგის შექმნა;ბროშურები;


ბეჭდვითი მასალები
სასწავლო გზამკვლევი;


ინვენტარი,მასალები
სასწორი,მენზურები,ერთჯერადი ჭიქები.კოკა-კოლა და კოკა-კოლა ზერო,შაქარი.


პროექტის ფარგლებში დამზადდა ბროშურები